SMARTSMART Support
ვაკანსიების პულსი · ანალიტიკური ანგარიში · ოქტომბერი 2026

შრომის ბაზრის ანალიზი

01

თქვენი სეგმენტი

აირჩიეთ პროფესიული მიმართულება და თქვენი ინდუსტრია: ქვემოთ ყველა მაჩვენებელი არჩეულ სეგმენტზე გადაითვლება.

ვის ეძებთ?
02

სად არის მოთხოვნა

ვაკანსიების განაწილება პროფესიული მიმართულებების მიხედვით. ზოლზე დაჭერით მიმართულება სეგმენტად აირჩევა.

პროფესიული მიმართულებები

03

ინდუსტრია × პროფესია

რომელი ინდუსტრიები ეძებენ იმავე კანდიდატებს, რასაც თქვენ, და სად შეიძლება გადაინაცვლონ თქვენმა თანამშრომლებმა. რაც უფრო მუქია უჯრა, მით მეტი ვაკანსიაა.

ნაკლებიმეტი ვაკანსია

უნივერსალური პროფესიები

მიმართულებები, რომლებზეც ყველაზე მეტ ინდუსტრიაშია მოთხოვნა. ციფრი აჩვენებს, რამდენი ინდუსტრია ეძებს ამ მიმართულების კანდიდატებს. აქ თანამშრომლების შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

04

მოთხოვნილი გამოცდილება

რამდენწლიან გამოცდილებას ითხოვენ კონკურენტები არჩეულ მიმართულებაში.

მოთხოვნილი გამოცდილება

05

უნარები და მოთხოვნები

რა უნარებს ითხოვენ თქვენი სეგმენტის ვაკანსიებში და რით განსხვავდება სეგმენტი მთელი ბაზრისგან.

ყველაზე ხშირი მოთხოვნები

სეგმენტი და ბაზარი

    06

    ანაზღაურება ბაზარზე

    რა ხელფასს სთავაზობენ დამსაქმებლები ვაკანსიებში, პროფესიული მიმართულებების მიხედვით. ციფრები დამრგვალებულია 100 ლარამდე.

    ხელფასის დიაპაზონი მიმართულებების მიხედვით

    ზოლი: ხელფასი, რომელსაც ვაკანსიების 50% სთავაზობსხაზი: მედიანა, ანუ ტიპური ხელფასი

    მედიანა ზოლის ცენტრს არ ნიშნავს. ეს არის ხელფასი, რომელზე ნაკლებს ვაკანსიების ნახევარი სთავაზობს, მეტს კი მეორე ნახევარი. თუ ხაზი ზოლის მარცხენა კიდესთან ახლოსაა, ვაკანსიების უმეტესობა ქვედა ზღვართან ახლოს იხდის, მაღალ ხელფასს კი მცირე ნაწილი სთავაზობს.

    07

    შეთავაზების პირობები

    რა პირობებს სთავაზობენ დამსაქმებლები კანდიდატებს არჩეული სეგმენტის ვაკანსიებში.

    ყველა პირობა: სეგმენტი და მთელი ბაზარი

    არჩეული სეგმენტიმთელი ბაზარი

    ვაკანსიების წილი, რომლებიც პირობას ტექსტში პირდაპირ ასახელებს. დეტალური ცხრილი პოზიციების მიხედვით: „Vacancy Database“, შითები „პირობები“ და „პირობები: პოზიციები“.

    08

    რამდენად კონკურენტულია თქვენი შეთავაზება

    ვაკანსიის ტექსტი

    ბაზის ვაკანსია · ანონიმური

    ამოცნობა ხდება საკვანძო სიტყვებით, ისევე როგორც ბაზის ვაკანსიებისთვის. შეამოწმეთ ქვემოთ, სწორად ამოიცნო თუ არა ხელფასი და პირობები.

    –
    შეთავაზების ინდექსი, 0–100

    –

    ინდექსი თქვენს ვაკანსიას იმავე მიმართულების სხვა ვაკანსიებს ადარებს ოთხი ნიშნით: ხელფასი, ბენეფიტები, მოთხოვნები და ინფორმაციის სისრულე. თითოეული ნიშანი ფასდება როგორც ძლიერი, საშუალო ან სუსტი მსგავს ვაკანსიებთან შედარებით.

    მეთოდოლოგია

    1. წყარო: „Vacancy Database“, შითი „All“. 8,484 უნიკალური ვაკანსია jobs.ge-დან (3,975), hr.ge-დან (2,543) და myjobs.ge-დან (1,966), გამოქვეყნებული 2026 წლის 27 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე. ერთნაირი განცხადება (იგივე პოზიცია, კომპანია და თარიღი) ერთხელ ითვლება.
    2. პროფესიული მიმართულება აღებულია ბაზის კლასიფიკაციიდან („Field“). ანგარიში ბაზრის ზოგადი მიმოხილვაა, ამიტომ დონეების (დამწყები, უფროსი და ა.შ.) მიხედვით ჭრილები მასში არ შედის.
    3. ინდუსტრია კომპანიას მიენიჭა „Company Database - Softiko“-ს კატეგორიებით: ნაწილი პირდაპირ Softiko-დან, ყველაზე აქტიური დამსაქმებლები SMART-ის მიერ, დანარჩენი კომპანიის დასახელების მიხედვით. ვაკანსიების 26%-ის ინდუსტრია დაუზუსტებელია და ინდუსტრიულ ჭრილებში არ შედის.
    4. უნარები, ბენეფიტები და სამუშაო ფორმატი განისაზღვრა განცხადების ტექსტის საკვანძო სიტყვებით, ამიტომ მცირე ცდომილება შესაძლებელია. გამოცდილების განაწილება ეყრდნობა მხოლოდ იმ ვაკანსიებს, სადაც წლებია მითითებული.
    5. ანაზღაურება ეყრდნობა 2,583 ვაკანსიას, სადაც ხელფასი მითითებულია (300–20,000 ₾ ფარგლებში). ვაკანსიაში მითითებული ხელფასი შეთავაზებაა და არა რეალურად გადახდილი თანხა. ანალიზი სამ პორტალს მოიცავს და არა მთელ შრომის ბაზარს.
    6. შეთავაზების ინდექსი ვაკანსიას ადარებს იმავე მიმართულების ვაკანსიებს ოთხი კომპონენტით: ანაზღაურება, ბენეფიტები, მოთხოვნების ზომიერება და გამჭვირვალობა. ბაზიდან არჩეული ვაკანსიების ტექსტები ანონიმიზებულია.
    სრული სახელფასო კვლევა

    დეტალური მონაცემები კომპანიებისთვის

    წინამდებარე ანგარიში შრომის ბაზრის ზოგად სურათს ასახავს. ანაზღაურების ზუსტი მაჩვენებლები, მათი განაწილება და კომპანიის მონაცემების ბაზრის მაჩვენებლებთან შედარება სრული სახელფასო კვლევის ნაწილია.

    დარგობრივი ანგარიშიანაზღაურების საშუალო მაჩვენებლები და განაწილება კომპანიის დარგში, პოზიციებისა და დონეების მიხედვით.
    ანაზღაურების შედარებითი ანალიზიკომპანიის ანაზღაურების დონის შედარება ბაზრის მაჩვენებლებთან, თითოეული პოზიციის მიხედვით.
    კვარტალური მონიტორინგიბაზრის მაჩვენებლების განახლება ყოველ კვარტალში, წლის განმავლობაში.
    საკონსულტაციო მომსახურებაანაზღაურების სისტემისა და თანამდებობრივი საფეხურების შემუშავება.

    კვლევაში მონაწილეობა. კომპანიას შეუძლია ანაზღაურების მონაცემები კვლევას ანონიმურად მიაწოდოს. მონაწილე კომპანიები სრულ ანგარიშს შეღავათიანი პირობებით იღებენ.

    დამატებითი ინფორმაცია: smartsupport.ge

    © 2026 SMART Support · საგანმანათლებლო პარტნიორი: Smart Academy · smartsupport.ge შემდეგი გამოცემა: იანვარი 2027, ცვლილებებით წინა კვარტალთან